GOAL: "კვარას შეუძლია, გუნდები ნაწილებად დაშალოს" » სპორტის ხაზი

GOAL: "კვარას შეუძლია, გუნდები ნაწილებად დაშალოს"

GOAL: "კვარას შეუძლია, გუნდები ნაწილებად დაშალოს"
28-06-2024, 16:27
Aa Aa
გაზიარება:

ცნობილი საფეხბურთო პორტალი GOAL ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპს აჯამებს და, რა თქმა უნდა, საქართველოს ნაკრებზეც წერს.

"საქართველოს ნაკრებს ევრო 2024-ის პლეიოფში გასვლის შანსს არავინ აძლევდა. იყვნენ ისეთები, ვინც ვარაუდობდნენ, რომ დებიუტანტი გუნდი ქულასაც ვერ აიღებდა. ჩეხეთთან და თურქეთთან გამართული მატჩების შემდეგ, ვილი სანიოლის ბიჭებმა მთელი მსოფლიო შოკში ჩააგდეს და პორტუგალია დაამარცხეს.

"ჯვაროსნებმა მერვედფინალის საგზური მოიპოვეს და ესპანეთს დაუპირისპირდებიან, რომელიც ჯგუფურ ეტაპზე საუკეთესო გუნდი გახლდათ. საქართველოსთვის ეს პრობლემა არ იქნება.

"გიორგი მამარდაშვილის სახით, მათ კარგ ფორმაში მყოფი უმაღლესი დონის მეკარე ჰყავთ. ყველასთვის მოულოდნელად, გიორგი მიქაუტაძე ტურნირის ბომბარდირია, ხვიჩა კვარაცხელიამ კი პორტუგალიასთან აჩვენა, რომ ელვისებური სისწრაფითა და გამანადგურებელი უნარებით მეტოქე გუნდების ნაწილებად დაშლა შეუძლია.

"ტურნირის დაწყებამდე, საქართველო ერთ-ერთი ყველაზე სუსტი ნაკრები ჩანდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მათი თამაში ყველაზე სასიამოვნო საყურებელია."


- ვკითხულობთ სტატიაში.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი