ოთარ ტატიშვილი: "ახლა მაინც არ რცხვენია იმ ხალხს, ვინც ხვიჩას ლანძღავდა?!" » სპორტის ხაზი

ოთარ ტატიშვილი: "ახლა მაინც არ რცხვენია იმ ხალხს, ვინც ხვიჩას ლანძღავდა?!"

ოთარ ტატიშვილი: "ახლა მაინც არ რცხვენია იმ ხალხს, ვინც ხვიჩას ლანძღავდა?!"
27-06-2024, 21:32
Aa Aa
გაზიარება:

ევრო 2024-ის პირველი ორი ტურის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელია ბევრმა ქართველმა გულშემატკივარმა გააკრიტიკა, რასთან დაკავშირებითაც ოთარ ტატიშვილმა ისაუბრა.

ცნობილმა მსახიობმა და ტელეწამყვანმა ხვიჩას მოწინააღმდეგენი გააკრიტიკა და ფეხბურთელს დიდსულოვანი სიტყვებით გამოექომაგა:

ახლა მაინც არ რცხვენია იმ ხალხს, ვინც კვარაცხელიას ლანძღავდა?! თუ მიაქციეთ ყურადღება, გუშინ, ინტერვიუს დროს ძალიან გულდაწყვეტილმა თქვა, ვულოცავ ყველა გულშემატკივარს, კარგებს და ცუდებსაცო..

მათ უფრო კლავიატურის ვირთხები ჰქვიათ, მაგრამ მე კლავიატურის ლომებს ვეძახი! არ გრცხვენიათ ხალხო, ამ ბიჭს რომ ლანძღავდით? გუშინ რა ითამაშა, საუკეთესო იყო მოედანზე და თამაში მოგვაგებინა.

ახლა მაინც შეგრცხვეთ, დადუმდით ყველა! აი, კვარას ჟესტი!

- ამბობს ოთარ ტატიშვილი.

ოთარ ტატიშვილი: "ახლა მაინც არ რცხვენია იმ ხალხს, ვინც ხვიჩას ლანძღავდა?!"


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი