VIDEO: "მომისმინეთ თქვე ჩემისებო" - რა თქვა კრიშტიანუზე ტატიშვილმა » სპორტის ხაზი

VIDEO: "მომისმინეთ თქვე ჩემისებო" - რა თქვა კრიშტიანუზე ტატიშვილმა

VIDEO: "მომისმინეთ თქვე ჩემისებო" - რა თქვა კრიშტიანუზე ტატიშვილმა
25-11-2022, 01:23
Aa Aa
გაზიარება:

ბოლო პერიოდის განმავლობაში, ყველასთვის ნათელი გახდა, რომ კრიშტიანუ რონალდუსა და მანჩესტერ იუნაიტედს ერთმანეთთან ურთიერთობა აერიათ, რისი დასტურიც პორტუგალიელი ვარსკვლავის ჩაწერილი სკანდალური ინტერვიუ გახდა, სადაც რონალდუ საკმაოდ ბევრ მოქმედ თუ ყოფილ მანჩესტერელს უმწვავესად აკრიტიკებდა.

აღნიშნული ინტერვიუს შემდეგ, ცხადი იყო, რომ რონალდუსა და ინგლისური კლუბის ურთიერთობა დიდ ხანს არ გაგრძელდებოდა, რაც დღესვე დადასტურდა - მანჩესტერი კრიშტიანუმ ოფიციალურად დატოვა.

ამავე ინტერვიუს გავრცელების პერიოდში, ინტერნეტს მოედო ვიდეოები, სადაც ჩანს თუ როგორ აიგნორებენ რონალდუს ჟოაო კანსელუ და ბრუნო ფერნანდეში, როდესაც მათთან კომუნიკაციის დამყარებას თავად კრიშტიანუ ცდილობს. ამ ყველაფრის შესახებ, თავის გადაცემაში, კერძოდ სპორტშოუში ისაუბრა ოთარ ტატიშვილმა, რომელმაც კრიშტიანუ რონალდუს ლეგენდარულობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ პორტუგალიელი ვარსკვლავი ასეთ მოქცევას არ იმსახურებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი