რუსი მწვრთნელი: "კვარაცხელიამ რონალდოს ყველა კომპონენტში აჯობა!" » სპორტის ხაზი

რუსი მწვრთნელი: "კვარაცხელიამ რონალდოს ყველა კომპონენტში აჯობა!"

რუსი მწვრთნელი: "კვარაცხელიამ რონალდოს ყველა კომპონენტში აჯობა!"
27-06-2024, 19:31
Aa Aa
გაზიარება:

რუსმა სპეციალისტმა, იური სიომინმა ხვიჩა კვარაცხელია მორიგ ჯერზე შეაქო. კვარაცხელიას და სიომინს ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა აქვთ, რადგან მათ გვერდიგვერდ მოსკოვის ლოკომოტივში უმუშავიათ.

როგორც სიომინი ამბობს, კვარაცხელიამ პორტუგალიასთან თამაშში კრიშტიანუ რონალდუს ყველა საფეხბურთო კომპონენტში აჯობა:

ყველამ დაინახა ხვიჩას მოქმედებები. მაშინ როცა კვარაცხელია ბურთს კარგავდა და შეტევაში წარმატებას ვერ აღწევდა, ის მაშინვე დაცვას უბრუნდებოდა და საკუთარ ქვეყანას ამ კომპონენტშიც ეხმარებოდა.

ქართველმა ფეხბურთელმა მორიგ ჯერზე დაამტკიცა ის, რომ ევროპის ერთ-ერთი საუკეთესოა. ხვიჩამ საკუთარ კონკურენტ რონალდუს ყველა თვალსაზრისით აჯობა.

- თქვა იური სიომინმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველო ევრო 2024-ის 1/8-ფინალში ესპანეთს შეხვდება, ეს მატჩი კი 30 ივნისსაა ჩანიშნული.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი