MARCA: "საქართველო ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში შევიდა" » სპორტის ხაზი

MARCA: "საქართველო ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში შევიდა"

MARCA: "საქართველო ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში შევიდა"
27-06-2024, 02:37
Aa Aa
გაზიარება:

ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპიდან საქართველო ფლეი ოფში ოფიციალურად გავიდა. მათ პორტუგალია 2:0 დაამარცხეს და დამსახურებული გამარჯვებით მოიპოვეს მომდევნო ეტაპის საგზური.

ცნობილი ესპანური გამოცემა "MARCA" ქართველების გმირობაზე წერს.

"საქართველოს პირველი მონაწილეობა ევროპის ჩემპიონატზე უკვე ისტორიაში შევიდა. ვილი სანიოლის გუნდმა პორტუგალია დაამარცხა, მერვედფინალში გავიდა და ესპანეთს დაუპირისპირდება. ესპანეთი არის ერთადერთი ნაკრები, რომელმაც ჯგუფში ყველა თამაში მოიგო."

"მამარდაშვილის მოგერიებები, მიქაუტაძის გოლები და კვარაცხელიას საოცარი ხარისხი. ამ ყველაფერმა ეს ნაკრები დიდ აღმოჩენად აქცია. მთელი მატჩის განმავლობაში მამარდაშვილი დამაჯერებელი იყო და კარი მშრალად შეინახა".


- ვკითხულობთ სტატიაში.



კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი