შვიდიანების დაპირისპირება - კვარაცხელიას და კრიშტიანოს სტატისტიკა მატჩის შემდეგ » სპორტის ხაზი

შვიდიანების დაპირისპირება - კვარაცხელიას და კრიშტიანოს სტატისტიკა მატჩის შემდეგ

შვიდიანების დაპირისპირება - კვარაცხელიას და კრიშტიანოს სტატისტიკა მატჩის შემდეგ
27-06-2024, 01:30
Aa Aa
გაზიარება:

ისტორია დაწერილია! საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპის ბოლო მატჩში პორტუგალია ანგარიშით 2:0 დაამარცხა და 1/8 ფინალის საგზური მოიპოვა.

"ჯვაროსნებმა" გოლის გატანა მალევე მოახერხეს - 92-ე წამზე გიორგი მიქაუტაძემ ხვიჩა კვარაცხელია მეტოქესთან მარტო დატოვა, კვარაცხელიამ კი იდეალურად შეასრულა და გუნდი დააწინაურა.

მეორე ტაიმის დასაწყისში კიდევ ერთი კონტრიერიში წამოვიწყეთ, ლოჩოშვილმა ბურთი საჯარიმოში შეიგდო და პენალტი მოიპოვა, რომელიც მიქაუტაძემ გოლად აქცია.

საინტერესო გამოდგა შვიდიანების დაპირისპირება, სადაც აშკარად ხვიჩა კვარაცხელიამ იმარჯვა. მნიშვნელოვანი გოლი 92-ე წამზე, ყველაზე მაღალი შეფასება. უამრავი გამამწვავებელი პასი.

რონალდოს მონაგარი კი ერთადერთი კარში დარტყმაა, რომელიც მამარდაშვილმა მოიგერია. თუმცა, პორტუგალიელმა კარისკენ 3-ჯერ გაუშვა ბურთი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი