კონტე: "ხვიჩას უკვე ვესაუბრე და..." » სპორტის ხაზი

კონტე: "ხვიჩას უკვე ვესაუბრე და..."

კონტე: "ხვიჩას უკვე ვესაუბრე და..."
26-06-2024, 19:28
Aa Aa
გაზიარება:

"ნაპოლიმ" დღეს ახალი მთავარი მწვრთნელი წარადგინა ანტონიო კონტეს სახით, რომელმაც ხვიჩა კვარაცხელიასა და დი ლორენცოს შესახებ ისაუბრა.

"ხვიჩა კვარაცხელია გუნდში დარჩება. მასზე ბევრი რაღაც გავიგე, მაგრამ კლუბის პრეზიდენტთან საკუთარი პოზიციკა კატეგორიულად დავაფიქსირე! შეძლებს კვარაცხელია მაქსიმუმის ჩვენებას 3-4-2-1 სათამაშო სქემაში? ქართველი გარემარბი მნიშვნელოვანი თვისებებით გამოირჩევა და მისნაირი ფეხბურთელები უფრო და უფრო ცოტანი რჩებიან.

"კვარაცხელია, ისევე როგორც ჯოვანი დი ლორენცო, ძალიან ძლიერია. კვარა ძლიერია სიტუაციებში, როცა მეტოქე გუნდის მოთამაშესთან პირისპირ რჩება. ის არის ფლეიმეიქერი, რომელიც მომენტებს ქმნის და საგოლე გადაცემებს აკეთებს. ხვიჩას ზოგჯერ ცენტრისკენ შევწევთ, ზოგჯერ კი ფლანგზე დარჩენის საშუალებას მივცემთ.

"კვარაცხელიას საკითხზე ვმუშაობთ. პრეზიდენტისგან მხოლოდ იმას მოვითხოვდი, რომ სწორედ მე გადავწყვეტდი ვინ მოვიდოდა და ვინ დარჩებოდა. ამ ყველაფერს კატეგორიულად მივუდექი და ასეც დავრჩები.

"დი ლორენცო არამარტო მოედანზე, არამედ გასახდელშიც მნიშნელოვნაი ფიგურაა. მას და ხვიჩას ვესაუბრე, რადგან მინდოდა ჩემი იდეები გამეცნო. თავიანთი აზრების მომასმენინეს და გარკვეული წარმოდგენა შეგვექმნა. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდა, პროექტში მონაწილე ფეხბურთელები 100 პროცენტით ჩვენთან დარჩებიან".


- განაცხადა ანტონიო კონტემ.

ცნობისთვის, ხვიჩასთან სასაუბროდ ანტონიო კონტე, მანა, და/ან დე ლაირენტისი აპირებენ გერმანიაში ჩასვლას და გეგმების უფრო კარგად გასაცნობად.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი