დღეს ნაპოლიმ ანტონიო კონტე წარადგინა და კლუბის მფლობელმა დე ლაურენტისმაც გასცა წარდგენაზე რამდენიმე კითხვას პასუხი, მათ შორის ხვიჩა კვარაცხელიასა და დი ლორენცოს გარშემო არსებულ ვითარებებს გაუსვა ხაზი.
"დი ლორენცო დიდებული ფეხბურთელი და ადამიანია. ის უმაღლესი კლასის ფეხბურთელებს შორისაა. კარგად მესმის მისი იმედგაცრუება გასულ სეზონში. ბოლო თამაშებში ის თავს მარტოდ გრძნობდა. მას ვესაუბრე და ავუხსენი, რომ მისი ეს მდგომარეობა აუცილებლად შეიცვლება. ის ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა. იმედი მაქვს, ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, შეთანხმებას მივაღწევთ.
"კვარაცხელიასთან დაკავშირებით პრობლემები არ არსებობს. მორჩით ჭორებს. მას კონტრაქტი აქვს. მე ჯოვანი მანასთან და ხვიჩას აგენტთან ერთად მაგიდასთან დავჯდები და შეცვლილ კონტრაქტს შევთავაზებ. ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ."
- აღნიშნა დე ლაურენტისმა.
ცნობისთვის, "პსჟ" ხვიჩას სანაცვლოდ 120 მლნ ევროს ამზადებს, მაგრამ "ნაპოლი" ამ შემოთავაზებაზე თანხმა არ არის. ისინი ქართველი ტალანტის დათმობას მინიმუმ 150 მლნ ევროს სანაცვლოდ შეელევიან.