კვარაცხელია: "იმედი მაქვს, მის მაისურს მივიღებ" » სპორტის ხაზი

კვარაცხელია: "იმედი მაქვს, მის მაისურს მივიღებ"

კვარაცხელია: "იმედი მაქვს, მის მაისურს მივიღებ"
25-06-2024, 22:32
Aa Aa
გაზიარება:

პორტუგალიასთან დაპირისპირების წინ ხვიჩა კვარაცხელიამ პრესკონფერენციაზე მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა.

"რთული თამაში იქნება, მაგრამ ჩვენ უფრო მოტივირებულები ვართ, რადგან მათ გარანტირებული აქვთ შემდეგ ეტაპზე გასვლა. ყველაფერი შესაძლებელია, შანსის გამოსაყენებლად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. ვეცდებით, ისტორიას კიდევ ერთი ფურცელი შევმატოთ.

რონალდოსთან შეხვედრის გამო ღელვას არ ვგრძნობ, პირიქით, ვოცნებობდი, მის წინააღმდეგ მეთამაშა. რონალდო ბოლოს ევროპაშიც აღარ თამაშობს და სასიამოვნოა, სანაკრებო დონეზე რომ შევხვდები. მოტივირებული ვარ და იმედი მაქვს, მის მაისურს მივიღებ.

პეპეს წინააღმდეგ თამაში დიდი გამოწვევა იქნება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გავიტანოთ! თოთოეული ფეხბურთელი მზადაა, მაქსიმუმი დადოს. ბევრჯერ მოგვიგია ან მოგებაც შეგვეძლო. ხვალ მოსაგებად გავალთ!..

ბოლო წუთებზე გამოუყენებელი მომენტები ცუდად გვახსოვს, მაგრამ ისიც ვიცით, გარდატეხის შეტანა ყოველთვის შეგვიძლია. ლეაო ჩვენ წინააღმდეგ რომ ვერ ითამაშებს, ეს სამწუხაროა, ამავდროულად კი, რა თქმა უნდა, სასიამოვნოა. უფრო მეტს ვიმსახურებდით, შესაძლებელი იყო, უფრო მეტი ქულა გვქონოდა.

ჩეხეთთან ვგრძნობდით, რომ თითქოს საქართველოში ვთამაშობდით. სადაც მწვრთნელი გადაწყვეტს, იქ ვითამაშებ. ზოგადად, ძირითადად, ფლანგზე ვთამაშობ. ვეცდები, ჩემი მაქსიმუმი პორტუგალიასთან გამომივიდეს".


- აღნიშნა ხვიჩამ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი