ევროს 1/8-ფინალში გასული 4 ნაკრების ვინაობა ცნობილია » სპორტის ხაზი

ევროს 1/8-ფინალში გასული 4 ნაკრების ვინაობა ცნობილია

ევროს 1/8-ფინალში გასული 4 ნაკრების ვინაობა ცნობილია
25-06-2024, 12:42
Aa Aa
გაზიარება:

ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება და სულ მალე გვეცოდინება ის 16 ნაკრები, რომელიც პლეიოფის საგზურის მოპოვებას შეძლებს.

გერმანია, შვეიცარია, ესპანეთი და იტალია, - ესაა ოთხეული, რომელმაც 1/8-ფინალში გასვლა ოფიციალურად შეძლო, წინ კი კიდევ ორი სათამაშო დღე და 8 მატჩი გველის, საიდანაც პლეიოფში გამსვლელ კიდევ 12 ნაკრებს გავარკვევთ.

საქართველო ამ მომენტისთვის F ჯგუფის ბოლო ადგილს 1 ქულით იკავებს და პლეიოფში გასვლის ორი ვარიანტი აქვს. პირველი სათქმელად იოლი, საქმით კი რთულია, რადგან ნაკრებს უძლიერესი პორტუგალიის დამარცხება მოუწევს, მეორე კი ქულის აღებას და საუკეთესო მესამეადგილოსნობას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველო პორტუგალიას ხვალ, ჩვენი დროით 23:00 საათზე შეხვდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი