შსს-ს საფეხბურთო გუნდმა ევროპული ტურნირი მოიგო | დეტალები » სპორტის ხაზი

შსს-ს საფეხბურთო გუნდმა ევროპული ტურნირი მოიგო | დეტალები

შსს-ს საფეხბურთო გუნდმა ევროპული ტურნირი მოიგო | დეტალები
8-11-2022, 16:15
Aa Aa
გაზიარება:

შინაგან საქმეთა სამინისტროს საფეხბურთო გუნდმა ევროპის ბიზნესლიგების გაერთიანებულ ტურნირში, რომელიც თურქეთში, კერძოდ კი ქალაქ ანტალიაში ჩატარდა მონაწილეობა მიიღო და გამარჯვებაც მოახერხა.

გამარჯვებული სპორტსმენები როდესაც თბილისში ჩამოვიდნენ, მათ თანამშრომლები ოვაციებით და შეძახილებით დახვდნენ. ქართველები, რომლებიც ტურნირში "პატრულის" სახელით მონაწილეობდნენ, ფინალში თურქულ „YAPI KREDİ-ს" დაუპირისპირდნენ, სადაც მეტოქე გამანადგურებელი სხვაობით, 7:0 დაამარცხეს და საერთაშორისო კორპორატიული თასის მფლობელებიც გახდნენ.

აღსანიშნავია, რომ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საფეხბურთო გუნდი კიდევ არაერთი ეროვნული თუ საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია.

ინფორმაციას Police.ge-ზე შეხვდებით.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი