ყველაზე მეტი სეივი ევრო 2024-ზე | რომელ ადგილზეა მამარდაშვილი? » სპორტის ხაზი

ყველაზე მეტი სეივი ევრო 2024-ზე | რომელ ადგილზეა მამარდაშვილი?

ყველაზე მეტი სეივი ევრო 2024-ზე | რომელ ადგილზეა მამარდაშვილი?
24-06-2024, 19:35
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ნაკრებისთვის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი პორტუგალიასთან რა სცენარითაც არ უნდა წარიმართოს, ეს ევროპის ჩემპიონატი თითოეული ქართვველისთვის დასამახსოვრებელი იქნება. ბრძოლა თურქეთთან, ისტორიული ქულა ჩეხეთთან და წინ პორტუგალიაა...

თუმცა, ყველასგან გამორჩეული ეს ტურნირი ალბათ, გიორგი მამარდაშვილისთვის იქნება, რადგან საფეხბურთო სამყარომ კიდევ უფრო ახლოდან გაიცნო ქართველი მეკარე და კიდევ უფრო დააფასა იგი. მეტიც, თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ჯერჯერობით გიორგი ევრო 2024-ის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა, თუ საუკეთესო არა.

ამას ჩეხეთთან მატჩის საუკეთესო ფეხბურთელობა და ტურის სიმბოლურ გუნდში ყველაზე მაღალი სარეიტინგო ქულით მოხვედრაც ამბობს. გარდა ამისა აუცილებად სათქმელია ის სტატისტიკა, რომელიც ევრო 2024-ის ვებ-გვერდმა რამდენიმე საათის წინ გამოაქვეყნა.

გიორგი მამარდაშვილს ჯერჯერობით ამ ევროპის ჩემპიონატზე ყველაზე მეტი "სეივი" აქვს. ახალგაზრდა მეკარე ამ ასპექტში გამორჩეულია და საუკეთესო ხუთეულში პირველ ადგილს იკავებს.

მამარდას მონაგარი 15 სეივია. მეორე ადგილზე რუმინელი მეკარე, ნაიტაა, მე-3, მე-4 და მე-5 ადგილებს კი 9 სეივით გულაჩი, დონარუმა და ვერბრუგენი იყოფენ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ბოლო შეხვედრას 26 ივნისს, პორტუგალიის წინააღმდეგ გამართავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი