ჩვენც შეგვეხება - რას უნდა ვუქომაგოთ ალბანეთისა და ხორვატიის შეხვედრებში » სპორტის ხაზი

ჩვენც შეგვეხება - რას უნდა ვუქომაგოთ ალბანეთისა და ხორვატიის შეხვედრებში

ჩვენც შეგვეხება - რას უნდა ვუქომაგოთ ალბანეთისა და ხორვატიის შეხვედრებში
24-06-2024, 17:38
Aa Aa
გაზიარება:

დღეს, ჩვენი დროით 23:00 საათზე ევრო 2024-ის B ჯგუფის ორი შეხვედრა ერთდროულად გაიმართება და ოფიციალურად გვეცოდინება თუ რომელი ნაკრები ქვეჯგუფის რომელ პოზიციაზე გავა.

ამ მომენტისთვის ესპანეთს 6 ქულა აქვს და "ფურია როხას" პირველ ადგილში ვერავინ ვეღარ შეეცილება, დანარჩენი სამი პოზიცია და მათი მფლობელები კი ჯერჯერობით დასადგენი გვაქვს.

ალბანელები ესპანელებს შეხვდებიან, იტალიელები კი ხორვატებს. იმ შემთხვევაში თუ საქართველო პორტუგალიასთან ფრეს ითამაშებს, ჩვენ 2 ქულით საუკეთესო მესამეადგილოსნის სტატუსის მოპოვების შანსი გვექნება, ოღონდ ამისთვის სხვა ჯგუფის შეხვედრებიდან ჩვენთვის სასურველი რამდენიმე შედეგი უნდა მივიღოთ.

B ჯგუფის შემთხვევაში საქართველოს გულშემატკივრობა ესპანეთისა და იტალიის ნაკრებებისთვის მოუწევს. ალბანეთმა ესპანეთთან არცერთი ქულა არ უნდა აიღოს, რადგან მათ უკვე აქვთ 1 ქულა, დამატებით ერთი ქულა კი ალბანეთს ჩვენზე წინ დააყენებს, რადგან მათ საქართველოზე კარგი ბურთების შეფარდების მაჩვენებელი აქვთ.

რაც შეეხება იტალიასა და ხორვატიის მატჩს, აქ მთავარი ის იქნება, რომ ხორვატებმა არ მოიგონ. მათ უკვე აქვთ 1 ქულა, თუმცა ბურთების შეფარდება ჩვენზე უარესად აქვთ (მათ -3, ჩვენ კი -2), რის გამოც მოპოვებული ერთი ქულით ჩვენზე მაღალ პოზიციას ვერ დაიკავებენ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი