ეს ჩვენი უიღბლობაცაა - როგორ დაგვხია უკან უნგრეთის მე-100 წუთზე გატანილმა გოლა » სპორტის ხაზი

ეს ჩვენი უიღბლობაცაა - როგორ დაგვხია უკან უნგრეთის მე-100 წუთზე გატანილმა გოლა

ეს ჩვენი უიღბლობაცაა - როგორ დაგვხია უკან უნგრეთის მე-100 წუთზე გატანილმა გოლა
24-06-2024, 14:00
Aa Aa
გაზიარება:

ყველას გვინდა, რომ 26 რიცხვში სასწაული გავაკეთოთ და პორტუგალია დავამარცხოთ, ის პორტუგალია, რომესაც პლეიოფში გასვლა კი უკვე განაღდებული აქვს, თუმცა სათამაშოდ მაინც საკმაოდ ძლიერ შემადგენლობას გამოიყვანს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს საპლეიოფო საგზურის მოპოვებაზე დიდი გავლენა იქონია გუშინდელმა უნგრეთის გამარჯვებამ, რომელმაც შოტლანდიას მე-100 წუთზე მოუგო და ჯგუფური ეტაპი 3 ქულით დაასრულა. მოდით, ავხსნათ თუ რატომ იყო ეს მატჩი ჩვენთვის მნიშვნელოვანი.

საქმე ისაა, რომ ფრის შემთხვევაში სკოტებს 2, უნგრელებს კი 1 ქულა ექნებოდათ, ასე კი საუკეთესო მესამეადგილოსანთა რიცხვში ჩამოვიტოვებდით როგორც ერთს, ისე მეორეს (იმ შემთხვევაში თუ საქართველო პორტუგალიასთან ფრეს ითამაშებდა და ჯგუფს 2 ქულით დაასრულებდა).

დღევანდელი მონაცემებით, უნგრეთი საუკეთესო მესამეადგილოსანთა რიცხვში საქართველოს მნიშვნელოვნად უსწრებს და ჩვენს გუნდს გამარჯვებაზე ფიქრი უფრო მეტად მოუწევს.

ცხადია, ჯერ კიდევ არის შანსი, რომ 2 ქულა გვეყოს და ასე გავიდეთ პლეიოფში, თუმცა ამაზე გავლენას ჩეხეთი, თურქეთი, ალბანეთი და სხვა ბევრი ნაკრები იქონიებს. მთავარი ის იქნება, რომ დანარჩენ 5 ჯგუფში ბევრმა მესამეადგილოსანმა ნაკრებმა მოაგროვოს 2 ან ნაკლები ქულა, მათთან უპირატესობის მოპოვება კი ბურთების უკეთესი სხვაობით შევძლოთ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი