მოსკოვის სპარტაკის ყოფილმა მეკარემ, ანზორ კავაზაშვილმა გიორგი მამარდაშვილის ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა შეაფასა.
მისი აზრით, საქართველოს ნაკრებისა და ვალენსიას მეკარე დიდ სანაკრებო ფორუმზე მშვენივრად გამოიყურება, თუმცა მეკარე თავის ძალას კონკრეტულ სიტუაციაში ავლენს და კავაზაშვილის აზრით, ეს პენალტების სერიაა:
გიორგი მამარდაშვილი ამ მომენტისთვის ევრო 2024-ის საუკეთესო მეკარეა, რაც გიორგიმ თავისივე სტატისტიკით დაამტკიცა.
მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, რომ მეკარე თავის ძალას კრიტიკულ სიტუაციაში ავლენს და ასეთი პენალტების სერია მგონია. იმედს ვიტოვებ, რომ მამარდაშვილს ასეთ ტურნირზე პლეიოფში თამაშის გამოცდილება ექნება.
- თქვა კავაზაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩს 26 ივნისს გამართავს, მეტოქე კი პორტუგალია იქნება.