EUFA-ს სტატისტიკა - ქართველების შეჩერება ყველაზე მეტად უჭირთ » სპორტის ხაზი

EUFA-ს სტატისტიკა - ქართველების შეჩერება ყველაზე მეტად უჭირთ

EUFA-ს სტატისტიკა - ქართველების შეჩერება ყველაზე მეტად უჭირთ
25-06-2024, 00:30
Aa Aa
გაზიარება:

ორი ტურის შემდეგ უეფამ ოფიციალურ ვებ გვერდზე სტატისტიკები გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, თუ რამდენად უჭირთ ქართველი ფეხბურთელების შეჩერება მეტოქეებს.

უფრო მარტივად რომ ავხსნათ, იმ ფეხბურთელებს შორის, ვის წინააღმდეგაც ყველაზე მეტჯერ ჯარიმდებიან, სამი ქართველი მოთამაშეა.

სიაში მეორე ადგილზე ხვიჩა კვარაცხელიაა, რომლის წინააღმდეგაც 6-ჯერ დაჯარიმდნენ და მან 3 ფეხბურთელს აჰკიდა ყვითელი ბარათი.

ამდენივეჯერ დაჯარიმდენენ გიორგი მიქაუტაძისა და ქოჩორაშვილის წინააღმდეგაც, 6-6-ჯერ.

ქართველ ფეხბურთელებზე მეტად მხოლოდ ვიტინიას წინააღმდეგ დაარღვიეს თამაშის წესები (7-ჯერ). საერთო ჯამში კი საქართველოს წინააღმდეგ მაინც ყველაზე მეტჯერ ჯარიმდებიან.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი