პორტუგალიის მწვრთნელი: "საქართველოსთან რევოლუციას არ ელოდოთ" » სპორტის ხაზი

პორტუგალიის მწვრთნელი: "საქართველოსთან რევოლუციას არ ელოდოთ"

პორტუგალიის მწვრთნელი: "საქართველოსთან რევოლუციას არ ელოდოთ"
23-06-2024, 20:40
Aa Aa
გაზიარება:

პორტუგალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა საქართველოსთან გასამართ მატჩზე ისაუბრა.

"ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ უფრო მეტი ფეხბურთელის თამაში ვნახოთ. 23 ფეხბურთელის გამოყენება სირთულეს წარმოადგენს და გვყავს მოთამაშეები, რომლებიც ძირითად შემადგენლობაში მოხვედრას იმსახურებენ.

"თითოეული მათგანის მჯერა და ახლა დროა, შანსი მიეცეთ, რათა გასახდელში კონკურენტუნარიანობა გაიზარდოს. საქართველოსთან რევოლუციას არ დაელოდოთ, მაგრამ ცვლილებები იქნება. ნაკრებისთვის ევროპის ჩემპიონატზე წაყვანილი ყველა ფეხბურთელი მნიშვნელოვანია და არის დღეები, როცა ვიღაცებმა სათადარიგოთა სკამზე უნდა დაიწყონ, ვიღაცებმა - ძირითადში."


- განაცხადა მარტინესმა.

ცნობისთვის, პორტუგალია ერთ-ერთი გუნდია იმ სამთაგან, რომელმაც ფლეი ოფში საგზური მეორე ტურის შემდეგ უკვე გაინაღდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი