"ისინი ყოველთვის ძალიან მეხმარებოდნენ" - ხვიჩა კვარაცხელიას ინტერვიუ » სპორტის ხაზი

"ისინი ყოველთვის ძალიან მეხმარებოდნენ" - ხვიჩა კვარაცხელიას ინტერვიუ

"ისინი ყოველთვის ძალიან მეხმარებოდნენ" - ხვიჩა კვარაცხელიას ინტერვიუ
8-11-2022, 14:30
Aa Aa
გაზიარება:

რამდენიმე ხნის წინ, ხვიჩა კვარაცხელიამ თავის ოჯახსა და იმ პერიოდზე ისაუბრა, რომელიც ქართველმა შემტევმა ოჯახის წევრებთან ერთად საკმაოდ რთულად გამოიარა:

ჟურნალისტი: "ვიცი, რომ ახალგაზრდა მოთამაშეები ხელფასის ძალიან დიდ ნაწილს მთლიანად მშობლებს აძლევენ, როგორ ხდება შენთან?

ხვიჩა კვარაცხელია: "სიმართლე გითხრათ, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ჩემი შემოსავალი მხოლოდ მე არასდროს მეკუთვნოდა. ის ყოველთვის ჩემი ოჯახის იყო, რადგან მათ ყველაფერი გააკეთეს საიმისოდ, რომ მე დიდი ფეხბურთი მეთამაშა. ჩვენ საქართველოში ძალიან რთული და მძიმე პერიოდი გამოვიარეთ, არ მინდა ყველაფრის გახსენება.."

ჟურნალისტი: "მძიმე დრო ოჯახისთვის?"

ხვიჩა კვარაცხელია: "კი, როდესაც მიჭირდა, ისინი ყოველთვის გვერდში მედგნენ. ამიტომ, ჩემი შემოსავალი ცხადია, რომ მათიცაა."

ჟურნალისტი: "როდის მოგცემს უფლებას ოჯახი, რომ ნამდვილი ფერარი იყიდო?"

ხვიჩა კვარაცხელია: "არ ვიცი, ახლა ამის დრო არ არის. ღმერთმა ქნას, თუ დიდ ფეხბურთს ვითამაშებ, წესით ესეც იქნება." - თქვა ქართველმა ფეხბურთელმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი