ლოკომოტივის მწვრთნელი: "კვარა იმაზე მეტ სამუშაოს ასრულებს, ვიდრე თქვენ ფიქრობთ" » სპორტის ხაზი

ლოკომოტივის მწვრთნელი: "კვარა იმაზე მეტ სამუშაოს ასრულებს, ვიდრე თქვენ ფიქრობთ"

ლოკომოტივის მწვრთნელი: "კვარა იმაზე მეტ სამუშაოს ასრულებს, ვიდრე თქვენ ფიქრობთ"
23-06-2024, 20:10
Aa Aa
გაზიარება:

"ლოკომოტივის" მთავარმა მწვრთNელმა რევაზ გოცირიძემ ხვიჩა კვარაცხელიას კრიტიკის შესახებ ისაუბრა.

"თურქეთთან თამაშის საწყისი წუთები მეტოქის შეტევებით წარიმართა. თუმცა, როგორცკი სადებიუტო მღელვარება დაძლიეს, ქართველმა ფეხბურთელებმა მეტოქეს სახიფათოდ შეუტიეს და არამხოლოდ ფრე, არამედ მოგებაც შეგვეძლო.

"ჩეხები უპირატესობას ფლობდნენ და ამ მატჩის მეორე ტაიმში მომეჩვენა, რომ ჩვენი გუნდი უფრო მეორე ნომრად თამაშობდა. სწორედ მეორე ნომრად თამაშის გამო, ხვიჩა კვარაცხელია მეტოქე გუნდის კარისგან მუდამ შორსაა და უკან ჩამოსვლაც ძალიან ხშირად უწევს. მიუხედავად ამისა, არ ვთვლი, რომ ის ცუდად თამაშობს, ან მონდომებული არ არის.

"იყო თუ არა კითხვის ნიშნები ჩემთვის შემადგენლობის შერჩევისას? იცით, ეს ცოცხალი პროცესია და ჩვენ არ ვიცით რა ხდება გუნდში, ამიტომაც ვილი სანიოლის გადაწყვეტილებებზე ვერაფერს გეტყვით."


- განაცხადა რევაზმა.

ცნობისთვის, გოცირიძეს საქართველოს ნაკრების მაისურით სამ შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული 2005-2006 წლებში.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი