კობიაშვილს დაეწია - რომელ ადგილზეა მიქაუტაძე ნაკრების ბომბარდირთა სიაში? » სპორტის ხაზი

კობიაშვილს დაეწია - რომელ ადგილზეა მიქაუტაძე ნაკრების ბომბარდირთა სიაში?

კობიაშვილს დაეწია - რომელ ადგილზეა მიქაუტაძე ნაკრების ბომბარდირთა სიაში?
23-06-2024, 15:00
Aa Aa
გაზიარება:

გიორგი მამარდაშვილთან ერთად საქართველოს ნაკრებიდან გამორჩეული ფიგურა გიორგი მიქაუტაძე გახლავთ, რომელმაც ჯგუფური ეტაპის ორივე შეხვედრაში მოახერხა გოლის გატანა. თურქეთთან ეფექტურად, ფორვარდული ინსტიქტებით ულამაზესი გოლი შემოგვთავაზა, ხოლო ჩეხეთთან იდეალური პენალტი შეასრულა.

გიორგი სულ რაღაც ორი წელია რაც ნაკრების მაისურით თამაშობს, თუმცა ახალგაზრდა ფორვარდს უკვე სანაკრებო დონეზე 12 გოლი დაუგროვდა. გუშინ, ჩეხეთის კარში გატანილი გოლის შემდეგ, მიქაუტაძე საქართველოს ბომბარდირთა სიაში კობიაშვილს და დემეტრაძეს გაუთანაბრდა.

23 წლის ფეხბურთელს "ჯვაროსნების" ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირობის იდეალური შანსი აქვს, რადგან მის წინ ისეთი ფეხბურთელები არიან, რომელთა უმეტესობასაც საფეხბურთო კარიერა უკვე დასრულებული აქვთ - ვაკო ყაზაიშვილი; თორნიკე ოქრიაშვილი (13), ალექსანდრე იაშვილი; ხვიჩვა კვარაცხელია (15), თემურ ქეცბაია (16), შოთი არველაძე (26).

მიქაუტაძეს მინიმუმ კიდევ ერთი შანსი ექნება, რათა დროზე ადრე გადაასწროს კობიაშვილს და დემეტრაძეს და ყაზაიშვილს - ოქრიაშვილს გაუთანაბრდეს. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრას 26 ივნისს, პორტუგალიის წინააღმდეგ გამართავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი