"მან ისტორია დაწერა" - ცნობილი გამოცემები მამარდაშვილის მატჩს ეხმაურებიან » სპორტის ხაზი

"მან ისტორია დაწერა" - ცნობილი გამოცემები მამარდაშვილის მატჩს ეხმაურებიან

"მან ისტორია დაწერა" - ცნობილი გამოცემები მამარდაშვილის მატჩს ეხმაურებიან
23-06-2024, 13:30
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ზე ისტორიაში პირველი ქულა მოიპოვა - სანიოლის ბიჭებმა მეორე ტურში ჩეხეთთან ფრე, 1:1 ითამაშეს.

გამორჩეული იყო და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა ქართველი მეკარე, გიორგი მამარდაშვილი, რომელმაც მეტოქის წინააღმდეგ 11 სეივი შემოგვთავაზა და ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში შევიდა. მამარდას ასეთ პერფორმანს ცნობილი საფეხბურთო გამოცემები ეხმაურებიან,, რომლებიც ახალგაზრდა მეკარეს საუკეთესოს უწოდებენ.

AS :

გიორგი მამარდაშვილი ევრო 2024-ის საუკეთესო მეკარეა


GOAL :
მამარდაშვილი სუპერგმირია. ჩეხები გოლის გატანას მთელი თამაში ცდილობდნენ, თუმცა არაფერი გამოუვიდათ


Sky Sport :
საოცარი თამაში და ერთი კაცის შოუ გიორგი მამარდაშვილისგან


Independent:
გმირმა მამარდაშვილმა 2024-ზე გაიბრწყინა


შეგახსენებთ, რომ "ჯვაროსნებს" F ჯგუფში 1 ქულა აქვთ. მომდევნო შეხვედრას ნაკრები 26 ივნისს, პორტუგალიის წინააღმდეგ გამართავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი