ეს ციფრი წარმოუდგენელია - რა თანხას ითხოვს დე ლაურენტისი კვარაცხელიას სანაცვლოდ » სპორტის ხაზი

ეს ციფრი წარმოუდგენელია - რა თანხას ითხოვს დე ლაურენტისი კვარაცხელიას სანაცვლოდ

ეს ციფრი წარმოუდგენელია - რა თანხას ითხოვს დე ლაურენტისი კვარაცხელიას სანაცვლოდ
22-06-2024, 12:00
Aa Aa
გაზიარება:

Sports Zone-ს ცნობით, ნაპოლის გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას გარემოცვა ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტს აურელიო დე ლაურენტისს ფეხბურთელის მომავლის განხილვის მიზნით შეხვდა.

გამოცემის მტკიცებით, კვარაცხელიას წარმომადგენლებმა დე ლაურენტისს აცნობეს, რომ პსჟ ტრანსფერში 100 მილიონი ევროს გადასახდელად მზადაა. თუმცა, კლუბის მფლობელმა უპასუხა, რომ ეს იმ თანხის მხოლოდ ნახევარია, რა ფასადაც ხვიჩას გაასხვისებს. ანუ, იტალიელი ქართველის სანაცვლოდ 200 მილიონამდე ითხოვს.

ადრე Corriele dello sport-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ პსჟ-მ პარტენოეპის კვარაცხელიას შესაძენბად დიდებული წინადადებით მიმართა: 110 მილიონი ევრო ტრანსფერში, თავად ქართველს კი - 4-5-წლიანი კონტრაქტი და სეზონურ გასამრჯელოდ 11 მილიონი.

დე ლაურენტისი თანახმაა,10 მილიონად შეძენილ კვარაცხელიას 4-5 მილიონი (პლუს, პრემიალურები) გადაუხადოს, ოღონდ ხელშეკრულებაში გამოსყიდვის უფლების პუნქტის შეტანის კატეგორიული წინააღმდეგია.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი