"ნაპოლი" და კვარა ვერ თანხმდებიან? - ახალი ცნობები იტალიიდან » სპორტის ხაზი

"ნაპოლი" და კვარა ვერ თანხმდებიან? - ახალი ცნობები იტალიიდან

"ნაპოლი" და კვარა ვერ თანხმდებიან? - ახალი ცნობები იტალიიდან
22-06-2024, 01:30
Aa Aa
გაზიარება:

ცნობილი იტალიური გამოცემის Corriere dello Sport-ი საქართველოს ნაკრებისა და ნაპოლის 23 წლის გარემარბის ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს.

წყაროს ინფორმაციით, მას შემდეგ რაც პსჟ-მ კვარას სანაცვლოდ 110 მილიომი ევროს შეთავაზება გააკეთა, ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი პოზიციას არ იცვლის - ხვიჩა არ იყიდება.

გამოცემის ცნობით, პარიზული გუნდი ხვიჩა კვარაცხელიას 4-5 წლიან კონტრაქტს სთავაზობს წელიწადში 11 მილიონი ევროს ანაზღაურებით.

ამავდროულად, ანტონიო კონტე ხელმძღვანელობისგან ქართველთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე სწრაფად შეთანხმებას ითხოვს.

მოთამაშის წარმომადგენლები პარტენოპეის ხელფასის სახით 6-დან 7 მილიონ ევრომდე სთხოვს, ამას დამატებული ბონუსები და ოსიმენის მსგავსი გამოსასყიდი პუნქტი.

შეთავაზება 4-5 მილიონი ევროა, ბონუსებით და კონტრაქტში გამოსასყიდი პუნქტის გარეშე.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი