ჩეხეთის მწვრთნელი: "მაინც შევძლებთ მამარდაშვილისთვის გოლის გატანას" » სპორტის ხაზი

ჩეხეთის მწვრთნელი: "მაინც შევძლებთ მამარდაშვილისთვის გოლის გატანას"

ჩეხეთის მწვრთნელი: "მაინც შევძლებთ მამარდაშვილისთვის გოლის გატანას"
21-06-2024, 16:43
Aa Aa
გაზიარება:

ჩეხეთის ეროვნული ნაკრების დამრიგებელმა, ივან ჰაშეკმა საქართველოსთან მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა და სხვადასხვა საკითხები მიმოიხილა.

გთავაზობთ ერთ-ერთ ამონარიდს, სადაც მან კომენტარი გიორგი მამარდაშვილისთვის გოლის გატანის სირთულეზე გააკეთა:

მაშინ როცა მინდვრის საფარი დასველებულია, ასეთი ბურთით თამაშის ტემპი ძალიან ჩქარდება. ჩვენ შორეულ დარტყმებზე ვვარჯიშობდით და ხვალ უფრო აქტიურები ვიქნებით. მათი მეკარე, გიორგი მამარდაშვილი ძალიან ძლიერი კარის დარაჯია, რომელიც ლა ლიგაში თამაშობს, თუმცა, ვფიქრობ, შეგვიძლია მისთვის გოლის გატანა.

- თქვა ჰაშეკმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ჩეხეთის მატჩი ხვალ, ჩვენი დროით 17:00 საათზე გაიმართება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი