გიორგი ქოჩორაშვილი ჩეხეთთან მატჩამდე: "აი, რა არის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი" » სპორტის ხაზი

გიორგი ქოჩორაშვილი ჩეხეთთან მატჩამდე: "აი, რა არის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი"

გიორგი ქოჩორაშვილი ჩეხეთთან მატჩამდე: "აი, რა არის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი"
21-06-2024, 15:09
Aa Aa
გაზიარება:

18 ივნისს საქართველომ ევრო 2024-ზე პირველი შეხვედრა გამართა და დაძაბულ ბრძოლაში თურქეთთან 3:1 დამარცხდა.

მატჩის შემდეგ ქართულ მედიაში გიორგი ქოჩორაშვილის კომენტარი გავრცელდა, რომელიც ორივე გუნდის რიგებში ერთ-ერთი საუკეთესო იყო:

ვეცადეთ, რომ სადებიუტო მატჩი ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი გულშემატკივრებისთვის მიგვეძღვნა, მთელი გული ჩავდეთ. ახლა მთავარია შეცდომები გავაანალიზოთ და საუკეთესოდ მოვემზადოთ ჩეხეთთან თამაშისთვის. მადლობა ქართველ ქომაგებს მსოფლიოს ყველა წერტილიდან საოცარი მხარდაჭერისთვის.

- თქვა ქოჩორაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ჩეხეთისა და საქართველოს მატჩი ხვალ, ჩვენი დროით 17:00 საათზე დაიწყება, მისი პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა კი პირველ არხზე შეგეძლებათ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი