იტალიელი ჟურნალისტი: "ხვიჩამ ფულზე კი არ იფიქროს, ევროზე თამაშს მოუმატოს" » სპორტის ხაზი

იტალიელი ჟურნალისტი: "ხვიჩამ ფულზე კი არ იფიქროს, ევროზე თამაშს მოუმატოს"

იტალიელი ჟურნალისტი: "ხვიჩამ ფულზე კი არ იფიქროს, ევროზე თამაშს მოუმატოს"
21-06-2024, 14:25
Aa Aa
გაზიარება:

იტალიელმა სპორტულმა ჟურნალისტმა, კერძოდ რიკარდო ტრევიზანიმ ხვიჩა კვარაცხელია და მისი ევრო 2024-ზე ნაჩვენები სათამაშო ხარისხი მწვავედ გააკრიტიკა.

როგორც ტრევიზანი ამბობს, ქართველი ფეხბურთელი დიდ ფორუმზე და საკუთარ პერფორმანსზე უნდა კონცენტრირდეს და არა ნაპოლიში დასანიშნ და მოსამატებელ ხელფასზე:

დე ლაურენტისი ბოლო 24 საათის განმავლობაში დაწინაურებულია. დი ლორენცოს და კვარაცხელიას აგენტები ამბობენ, რომ მათ ფეხბურთელებს კლუბიდან წასვლა სურთ, თუმცა ევროზე არც ისე კარგად თამაშობენ. ამდენად, ორივეს ურჩევნია, რომ ფულზე კი არ იფიქრონ, არამედ ტურნირზე თამაში გამოასწორონ.

- თქვა ტრევიზანიმ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა ნაპოლიში ახლა 1.2 მილიონ ევროს იღებს, საუბარი კი ხელფასის 5 მილიონამდე გაზრდაზე მიმდინარეობს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი