სატრანსფერო ფასის ქართული რეკორდი | გიორგი მამარდაშვილი » სპორტის ხაზი

სატრანსფერო ფასის ქართული რეკორდი | გიორგი მამარდაშვილი

სატრანსფერო ფასის ქართული რეკორდი | გიორგი მამარდაშვილი
8-11-2022, 00:00
Aa Aa
გაზიარება:

გერმანულმა სტატისტიკურმა ცენტრმა, კერძოდ Transfermarkt-მა ესპანეთის ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელების სატრანსფერო ფასები განაახლა. ცხადია, ცვლილებები ქართველ მეკარესაც შეეხო.

როგორც იცით, გიორგი მამარდაშვილი აქამდე 20 მილიონ ევროდ იყო შეფასებული, თუმცა გიორგის ამჟამინდელი სატრანსფერო ღირებულება 25 მილიონი ევროა, რაც მსოფლიოს მასშტაბით მეკარეებს შორის მე-12 საუკეთესო შედეგია. რასაკვირველია, მსგავსი მაჩვენებელი არცერთ ქართველ მეკარეს აქამდე არ დაუფიქსირებია. ამდენად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ გიორგი მამარდაშვილი თავისი მიღწევით ქართული ფეხბურთის რეკორდების სიაში შევიდა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილის "ვალენსია" ესპანეთის ჩემპიონატის მე-11 ადგილს 16 ქულით იკავებს, ხოლო ჯენარო გატუზოს შეგირდები მომდევნო შეხვედრას 10 ნოემბერს "ბეტისის" წინააღმდეგ საკუთარ კედლებში გამართავენ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი