კალცონა: "ევრომ აჩვენა, რომ ხვიჩამ ამ სამ კომპონენტში უნდა მოუმატოს!" » სპორტის ხაზი

კალცონა: "ევრომ აჩვენა, რომ ხვიჩამ ამ სამ კომპონენტში უნდა მოუმატოს!"

კალცონა: "ევრომ აჩვენა, რომ ხვიჩამ ამ სამ კომპონენტში უნდა მოუმატოს!"
21-06-2024, 13:20
Aa Aa
გაზიარება:

სლოვაკეთის ეროვნული ნაკრების ამჟამინდელმა და კვარაცხელიას ნაპოლის ყოფილმა დამრიგებელმა, ფრანჩესკო კალცონამ სწორედ ქართველზე ისაუბრა და ის სამი კომპონენტი დაასახელა, რომელთა მხრივაც კვარამ თამაში აუცილებლად უნდა გამოასწოროს:

ვფიქრობ, თურქეთთან თამაშმა აჩვენა, რომ ხვიჩას ზოგიერთ სათამაშო კომპონენტში მოსამატებელი აქვს და თუ ის ამ ყველაფერს გამოასწორებს, მაშინ ოქროს ბურთისთვისაც კი შეძლებს ბრძოლას.

პირველ რიგში, ხვიჩა დაცვაში ბევრს არ ირჯება და უკანახაზელებს უფრო მეტი უნდა მიეხმაროს. გარდა დაცვით ფაზაში საკუთარი როლის გაზრდისა, მან დამაგვირგვინებელ, ანუ მესამე ფაზაშიც უნდა მოუმატოს და სიზუსტე გამოასწოროს. ასევე, ხვიჩა ნახევარდაცვაშიც მეტად პროდუქტიული უნდა გახდეს.

- თქვა ფრანჩესკო კალცონამ.

შეგახსენებთ, რომ თავად კალცონას გაწვრთნილმა სლოვაკეთმა პირველი წრის მთავარი სენსაცია შემოგვთავაზა და ბელგია მინიმალური სხვაობით, 1:0 დაამარცხა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი