ოფიციალურად - ოთარ კიტეიშვილი ვერც ჩეხეთის წინააღმდეგ ითამაშებს » სპორტის ხაზი

ოფიციალურად - ოთარ კიტეიშვილი ვერც ჩეხეთის წინააღმდეგ ითამაშებს

ოფიციალურად - ოთარ კიტეიშვილი ვერც ჩეხეთის წინააღმდეგ ითამაშებს
21-06-2024, 12:40
Aa Aa
გაზიარება:

რამდენიმე წუთის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ ოთარ კიტეიშვილი ტრავმის გამო ევრო 2024-ის მეორე შეხვედრასაც გამოტოვებს.

როგორც დაიწერა, კიტეიშვილს ნაკრებთან ერთად მინდორზე კვლავ არ უვარჯიშია და მხოლოდ ინდივიდუალური დატვირთვით შემოიფარგლა.

საქართველოს ნაკრებისა და ავსტრიული შტურმის ნახევარმცველმა დაზიანება მონტენეგროსთან შეხვედრაში მიიღო და ჯერ კიდევ არ ვიცით თუ რამდენად შეძლებს ოთარი მესამე თამაშის ჩატარებას მაინც.

შეგახსენებთ, რომ ხვალ საქართველო ჩეხეთს 17:00 საათზე შეხვდება და ეს მატჩი პლეიოფის საგზურის მოპოვებაში უდიდესი მნიშვნელობის იქნება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი