"გაანადგურეთ საქართველო!" - ჩეხ გულშემატკივრებს გაბრაზებული მოთხოვნა აქვთ » სპორტის ხაზი

"გაანადგურეთ საქართველო!" - ჩეხ გულშემატკივრებს გაბრაზებული მოთხოვნა აქვთ

"გაანადგურეთ საქართველო!" - ჩეხ გულშემატკივრებს გაბრაზებული მოთხოვნა აქვთ
21-06-2024, 10:24
Aa Aa
გაზიარება:

ხვალ, ჩვენი დროით 17:00 საათზე საქართველო ევრო 2024-ის მეორე შეხვედრას ჩეხეთთან გამართავს და ამ მატჩის შედეგი ნაკრების საპლეიოფო შანსებს დიდწილად განსაზღვრავს.

მატჩამდე ორივე ნაკრების გულშემატკივარი მოტივირებულია და საყვარელ გუნდს მხოლოდ მოგებაზე თამაშს სთხოვს. აი, რას წერენ ჩეხი ფანები სოციალურ ქსელში თავიანთი ფეხბურთელების გასამხნევებლად:

დაივიწყეთ პორტუგალიასთან წაგება და საქართველო გაანადგურეთ.

ამ ევროზე ყველა უტევს, თქვენ კი ავტობუსით თამაშს ცდილობთ.

ბეტონის თავდაცვითი ფეხბურთი მეტჯერ აღარ უნდა ვნახოთ.

გუნდს არანაირი ხარისხი და არანაირი გამბედაობა არ აქვს. ასე სახლში გავემგზავრებით.

იდიოტები გამოვჩნდებით თუ ზედიზედ მეორედ წავაგებთ.

- წერენ ჩეხი ფანები.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი