იტალიის სერია A-ს მე-14 ტურში ლუკა ლოჩოშვილის 'კრემონეზე' 'მილანს' დაუპირისპირდება. ამ თამაშში ქართველი მცველის თამაში საეჭვოა. ამის შესახებ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე კრემონელთა მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალვინიმ განაცხადა.
"რადუ, კირიკეში, დესერსი და ასკასიბარი ვერ ითამაშებენ. მათ გარდა, მცირე პრობლემა გვაქვს ლოჩოშვილთან დაკავშირებითაც, რომელმაც სალერნიტანასთან შეხვედრაში მიიღო პატარა დაზიანება"
ამის გარდა, იტალიელმა სპეციალისტმა სანდრო ტონალის განვითარების გზას ლოჩოშვილის გასავლელი გზაც შეადარა.
"მილანი არის მენტალურად ძლიერი გუნდი, რომელიც კარგ ფეხბურთს თამაშობს. კლუბში არაჩვეულებრივი პრინციპები აქვთ, საკმარისია შევხედოთ ბოლო წლებში ტონალის განვითარების გზას. ეს არის იგივე გზა, რისი გავლაც აქ გვინდა, სათანადო პროპორციებით - ჰენდრის, ლოჩოშვილს, აფენა-გიანს მსგავსი გზა აქვთ" - თქვა ალვინიმ.
შეგახსენებთ იმასაც, რომ 'კრემონეზე' 13 ტურის შემდეგ სერია A-ში ერთადერთი გუნდია, რომელსაც თამაში არ მოუგია.