ახალი სახეები - რა ხდებოდა ნაკრების ვარჯიშზე, მატჩის მეორე დღეს? » სპორტის ხაზი

ახალი სახეები - რა ხდებოდა ნაკრების ვარჯიშზე, მატჩის მეორე დღეს?

ახალი სახეები - რა ხდებოდა ნაკრების ვარჯიშზე, მატჩის მეორე დღეს?
20-06-2024, 19:00
Aa Aa
გაზიარება:

თურქეთთან განცდილი დასანანი მარცხის შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა გერმანიის ქალაქ ფელბერტში მორიგი ვარჯიში გამართა, რომელზეც ინფორმაციას ქართული გამოცემა, LA GAZZETA.GE გვაწვდის, რომელიც წერს.

სავარჯიშო პროცესში მონაწილეობა არ მიუღიათ იმ ფეხბურთელებს, ვინც თურქეთთან სასტარტო შემადგენლობაში ითამაშეს.

სამწუხაროდ, არ უვარჯიშია ოთარ კიტეიშვილსაც, რომლის დაბრუნებასაც ყველა ელოდება. წინა დღეებისგან განსხვავებით, კიტეიშვილი სტადიონზეც არ მოსულა და სასტუმროში დარჩა, სადაც დარბაზში ინდივიდუალურად ვარჯიშობს.

მიუხედავად მარცხისა, საქართველოს ნაკრებით მაინც მთელი ქვაყანა ამაყია და შესაბამისად, ფეხბურთელებიც კარგ განწყობაზე იყვნენ. მარცხი დასანანია, თუმცა ევროპის ჩემპიონატზე ჩართვა, ამ ტურნირის მნიშვნელობის, სტადიონის და გულშემატკივრობის ახლოდან შეგრძნება, მათთვის უკვე გამარჯვებაა.

შესაბამისად, ვარჯიშის წინ ფეხბურთელები ისევ თურქეთთან თამაშის მომენტებს განიხილავდნენ და კარგ ხასიათზე იყვნენ. წინა ღამით, ფეხბურთელებმა სოციალურ ქსელებს გადაავლეს თვალი, ნახეს თუ რამდენი ქართველი იყო გერმანიაში და რა ხდებოდა მათი თამაშის დღეს. რთულია, ამ კადრების ნახვის შემდეგ, კარგ ხასიათზე არ იყო.

თითქოს, მეორე დღის ვარჯიშზე გამოსული ფეხბურთელები ისევ სიგნალ იდუნა პარკზე იყვნენ და იმ ემოციებიდან ჯერ არ გამოსულან. ფეხბურთელებისთვის ეს ვარჯიში სრულიად განსხვავებული განწყობის იყო - ივარჯიშეს, როგოც ევროპის ჩემპიონატზე ნათამაშებმა ფეხბურთელებმა, რომლებზეც მთელი ქვეყანა საუბრობს.

ვარჯიშის დაწყების წინ, ვილი სანიოლი რამდენიმე ფეხბურთელს ინდივიდუალურად გაესაუბრა, მათ შორის გიორგი გოჩოლეიშვილს. დღის ვარჯიში ძირითადად ფიზიკას დაეთმო და ბურთით ვარჯიში ნაკლებად იყო.


- წერს ქართული გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრას ჩეხეთის წინააღმდეგ 22 ივნისს, 17:00 საათზე გამართავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი