THE ATHLETIC: "ევრო 2024-ის ერთ-ერთი სილამაზე საქართველოს ნაკრებია" » სპორტის ხაზი

THE ATHLETIC: "ევრო 2024-ის ერთ-ერთი სილამაზე საქართველოს ნაკრებია"

THE ATHLETIC: "ევრო 2024-ის ერთ-ერთი სილამაზე საქართველოს ნაკრებია"
20-06-2024, 00:45
Aa Aa
გაზიარება:

The New York Times-ის სპორტული პორტალი The Athletic ევრო 2024-ის პირველი ტურის საუკეთესო შეხვედრად თურქეთისა და საქართველოს დაპირისპირებას მიიჩნევს.

მათ სტატიაში "ჯვაროსნებზე" ისაუბრეს და ევრო 2024-ის მთავარ ხიბლად სწორედ ისინი მიიჩნიეს.

"როდესაც მატჩის ხარისხსა და სანახაობაზე ვსაუბრობთ, შეცდომებს ხშირად ვუშვებთ. ხშირად ვამბობთ, რომ გამარჯვებული გუნდი ყოველთვის კარგი იყო და დამარცხებული - ცუდი. მაგრამ ხდება ხოლმე, როდესაც ორივე ცუდი აღმოჩნდება და ერთი მაინც მოახერხებს მოგებას, ან როდესაც ორივე მოწოდების სიმაღლეზე იყო, თუმცა ერთი მაინც დამარცხდა. თურქეთისა და საქართველოს დაპირისპირება სწორედ ამ ბოლოს მიეკუთვნება.

"გარდა ამისა, ჩვენ შეხვედრას ყოველთვის გამარჯვებულის მხრიდან ვუყურებთ, მაგრამ სინამდვილეში ეს შეხვერა გამორჩეული მაინც სანიოლის გამო გახდა.

"დიდი პატივისცემის მიუხედავად, ქართველები ევროპის ჩემპიონატზე დაუმსახურებლად მოხვდნენ. საგზური მათ უეფას მიერ შეთხზული გზით მოიპოვეს, რომელიც გარკვეულწილად სადავო სისტემის ნაწილია.

"გავა წლები და ფეხბურთის ქომაგები 2024-ს ფინალისა და გამარჯვებული გუნდის ხარისხით შეაფასებენ, თუმცა როცა რიგით 24-ე ნაკრები მოედანზე ასე გამოდის და თამაშობს, თან ისე, რომ პირველივე შეხვედრაში ტურის საუკეთესო მატჩს გვთავაზობს, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ბრწყინვალე ტურნირი გველოდება.

"ევრო 2024-ის ერთ-ერთი სილამაზე საქართველოს ნაკრებია.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი