იაშვილი: "საოცარი გრძნობაა, როდესაც შენი ქვეყნის დროშას ხედავ და ჰიმნი გესმის" » სპორტის ხაზი

იაშვილი: "საოცარი გრძნობაა, როდესაც შენი ქვეყნის დროშას ხედავ და ჰიმნი გესმის"

იაშვილი: "საოცარი გრძნობაა, როდესაც შენი ქვეყნის დროშას ხედავ და ჰიმნი გესმის"
19-06-2024, 20:53
Aa Aa
გაზიარება:

18 ივნისს, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველი მატჩი გამართა. დორტმუნდის სიგნალ იდუნა პარკზე ჩვენი გუნდი თურქეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და მიუხედავად იმისა, რომ 1-3 დამარცხდა, კარგი თამაშითა და ბოლომდე ბრძოლით საყოველთაო ყურადღება მიიპყრო.

მატჩის დასრულების შემდეგ, მედიის კითხვებს საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა და სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა უპასუხა.

საოცარი გრძნობაა, როდესაც აქ ხარ, შენი ქვეყნის დროშას ხედავ და ჰიმნი გესმის. დარწმუნებული ვარ, რომ ეს არასდროს არავის დაავიწყდება. ასევე, ნამდვილად საოცარი იყო რაც მოედანზე მოთამაშეებმა და ტრიბუნებზე გულშემატკივრებმა აჩვენეს.

რა თქმა უნდა, ფეხბურთს თამაშობ წარმატებისთვის და ძალიან დასანანია ისეთი მარცხი, სადაც ძალიან ბევრი შანსი იყო, რომ მატჩი შვენ მოგვეგო. მაგრამ, ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ ყველას დავანახეთ, რომ ჩვენი ადგილი დიდ ტურნირებეზეა და შეგვიძლია კარგად თამაში. მაგრამ, ასევე, ეს პასუხისმგებლობას ზრდის მეორე თამაშზე, რადგან ჩეხეთთან ჩვენგან უკვე ყველა მეტს ელოდებ
ა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრას 22 ივნისს, ჩეხეთის წინააღმდეგ გამართავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი