გიორგიმ პენალტი მოიპოვა, კვეკვე 74-ე წუთზე შეცვალეს | როგორ ითამაშეს ქართველებმა პოლონეთში? » სპორტის ხაზი

გიორგიმ პენალტი მოიპოვა, კვეკვე 74-ე წუთზე შეცვალეს | როგორ ითამაშეს ქართველებმა პოლონეთში?

გიორგიმ პენალტი მოიპოვა, კვეკვე 74-ე წუთზე შეცვალეს | როგორ ითამაშეს ქართველებმა პოლონეთში?
7-11-2022, 21:00
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ, პოლონეთის ჩემპიონატში გიორგი წიტაიშვილისა და ნიკა კვეკვესკირის "ლეხმა" "კორონა" 3:2 დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ ორივე ქართველი ფეხბურთელი მატჩს ძირითადი შემადგენლობიდან იწყებდა. წიტაიშვილი მოედანზე 80 წუთი გაჩერდა, ხოლო კვეკვესკირი 74-ე წუთზე შეცვალეს.

საგულისხმოა, რომ შეხვედრაში ანგარიში 41-ე წუთზე მასპინძლებმა იშაკის ზუსტი პენალტით გახსნეს, იმ პენალტით, რომელიც გიორგი წიტაიშვილმა მოიპოვა.

რაც შეეხება ქართველების შეფასებებს, უცხოურმა Sofascore-მ გიორგი წიტაიშვილი 6.3 სარეიტინგო ქულით, ხოლო ნიკა კვეკვესკირი 7.1-ით შეაფასა.

შეგახსენებთ, რომ "ლეხი" პოლონეთის ჩემპიონატის მე-8 ადგილს 25 ქულით იკავებს.



კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი