როგორც უკვე მოგახსენეთ, 18 ივნისს, ნიონში, ევროპული ფეხბურთის სახლში უეფას ჩემპიონთა ლიგის 2024/25 წლების სეზონის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა, სადაც დინამო ბათუმის მეტოქის ვინაობა გაირკვა.
ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის კვალიფიკაციის პირველ რაუნდში დინამო ბათუმის მეტოქე ბულგარული ლუდოგორეცი იქნება, რომელთანაც პირველ მატჩს ბათუმური კლუბი სტუმრად გამართავს. შეხვედრები 9 და 10 ივლისს გაიმართება, ხოლო საპასუხო თამაშები 16 და 17 ივლისს შედგება.
დღეს კი უკვე მეორე საკვალიფიკაციო ეტპის წილისყრა შედგა და დადგინდა, რომ ლუდოგორეცის ბარიერის დაძლევის შემთხვევაში, ბათუმელებს პიუნიკთან ან დინამო მინსკთან შეხვედრა მოუწევთ.