"ქაბაბით ხაჭაპურს ვაჯობეთ" - თურქი ჟურნალისტები საქართველოს ნაკრებს დასცინიან » სპორტის ხაზი

"ქაბაბით ხაჭაპურს ვაჯობეთ" - თურქი ჟურნალისტები საქართველოს ნაკრებს დასცინიან

"ქაბაბით ხაჭაპურს ვაჯობეთ" - თურქი ჟურნალისტები საქართველოს ნაკრებს დასცინიან
19-06-2024, 13:55
Aa Aa
გაზიარება:

ევრო 2024-ზე თურქეთმა საქართველოს 3:1 მოუგო და F ჯგუფში სადებიუტო 3 ქულა მოიპოვა, რომლითაც ის პირველ ადგილზე იმყოფება.

გუშინდელ დაპირისპირებას თურქი ჟურნალისტები ეხმაურებიან, ზოგიერთი მათგანი კი საკმაოდ ცინიკურ და დამცინავ კომენტარს აკეთებს:

პრობლემა არც მაშინ გვქონია, როდესაც ბურთს ვფლობდით და არც მაშინ, როცა მეტოქე აკეთებდა ამას და ჩვენ თავის დაცვა გვიწევდა. ჩვენმა ნაკრებმა გამჭრიახად ითამაშა და კარგი შთაბეჭდილებაც დატოვა. ალბანეთმა იტალიას სპაგეტი გადაუტეხა, ჩვენ კი ქართველებს ვაჩვენეთ, რომ ჩვენი ქაბაბი მათ ხაჭაპურზე უკეთესია.

- თქვა მუსტაფა საპმაზიმ.

გარდა ამისა, კიდევ ერთი ჟურნალისტის, კერძოდ რეჰა ქაფშალის თქმით, საქართველო ტურნირის ყველაზე სუსტი გუნდია, შერგენ იალჩინის აზრით კი, ჩვენი გუნდი დარჩენილ თამაშებში გოლის გატანას საერთოდ ვეღარ შეძლებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მომდევნო მატჩი 22 ივნისს შედგება, მეტოქე კი ჩეხეთი იქნება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი