"კრიტიკა უადგილოა" - ქართველმა ჟურნალისტმა ხვიჩა მასობრივი ზეწოლისგან დაიცვა » სპორტის ხაზი

"კრიტიკა უადგილოა" - ქართველმა ჟურნალისტმა ხვიჩა მასობრივი ზეწოლისგან დაიცვა

"კრიტიკა უადგილოა" - ქართველმა ჟურნალისტმა ხვიჩა მასობრივი ზეწოლისგან დაიცვა
19-06-2024, 12:51
Aa Aa
გაზიარება:

გუშინდელი თამაშის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელია არაერთმა ქართველმა თუ უცხოელმა გულშემატკივარმა გააკრიტიკა. მათი აზრით, ქართველს ჩვეული თამაში არ უჩვენებია და შეცვლასაც კი იმსახურებდა.

ამ აზრის საპირისპიროდ გამოდის ქართველი ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი, რომელმაც თავის გამოქვეყნებულ პოსტში კვარაცხელია მასობრივი კრიტიკისგან დაიცვა:

თავიდან კვარაზე ვიტყვი. ჩემი აზრით, უსამართლოდ აკრტიკებთ. რა თქმა უნდა, მას თურქეთთან საუკეთესო თამაში არ ჰქონია, ბევრი დრიბლინგი არ გამოუვიდა, მაგრამ ვერავინ იტყვის, რომ მან მონდომება დააკლო. ის გუშინ ყველგან იყო და რაც მთავარია, მიუხედავად იმისა, რომ ჩვეული თამაში არ წაუვიდა, მაინც შექმნა პირადად ორი საგოლე შანსი: ერთი როცა მიქაუტაძე საჯარიმოში შემობრუნებით ურტყამდა და ორმა მცველმა დაუბლოკა და მეორე, როდესაც ჟორჟმა და ქოჩორამ ერთმანეთს ხელი შეუშალეს.

ორივე მომენტი იყო რეალური საგოლე შანსი და რომ გასულიყო, კვარა ამ თამაშს ორი ასისტით დაამთავრებდა. ეს გოლები რომ არ გავიდა, ამაში მისი წვლილი არაა. მოდი ვიკითხოთ, ვინ შექმნა მასზე მეტი რეალური საგოლე შანსი გუშინდელ თამაშში ქოჩორას გარდა? არც არავინ. სწორედ ესაა მიზეზი თუ რატომ არ შეცვალა ის სანიოლმა. კვარას, როცა თამამში არ მისდის, მაშინაც კი შეუძლია თამაში მოგაგებინოს.

- თქვა მერაბ მეტრეველმა.

ცნობისთვის, Sofascore-მ ხვიჩა კვარაცხელიას თურქეთის წინააღმდეგ შეფასების დონეზე 6.7 სარეიტინგო ქულა დაუწერა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი