ჰაკან ჩალჰანოღლუ: "ქართველებს ამ თამაშში უნდა წაეგოთ და წააგეს კიდეც" » სპორტის ხაზი

ჰაკან ჩალჰანოღლუ: "ქართველებს ამ თამაშში უნდა წაეგოთ და წააგეს კიდეც"

ჰაკან ჩალჰანოღლუ: "ქართველებს ამ თამაშში უნდა წაეგოთ და წააგეს კიდეც"
19-06-2024, 11:03
Aa Aa
გაზიარება:

თურქეთის ეროვნული ნაკრებისა და მილანის ინტერის ვარსკვლავმა, ჰაკან ჩალჰანოღლუმ გუშინდელ მატჩთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

მისი თქმით, თურქეთისა და საქართველოს დაპირისპირებაში გამარჯვება თურქებს ობიექტურად უნდა დარჩენოდათ, რაც რეალურად მოხდა კიდეც:

ეს ჩვენი მატჩი იყო. მათ უნდა წაეგოთ და წააგეს კიდეც. ვხედავ და ვაფასებ თუ როგორ შრომობს გუნდის შიგნით ყველა, რათა თურქეთმა წარმატებას მიაღწიოს. ასევე, უდიდესი მადლობა ჩვენს გულშემატკივრებს, რომლებიც ტრიბუნებიდან მატჩის ბოლო წუთებამდე ბოლომდე გვამხნევებდნენ.

რაც შეეხება უშალოდ შეხვედრას, ის არც ისე იოლი გამოდგა, რადგან საქართველო კარგად გვეთამაშებოდა და წინააღმდეგობაც გაგვიწია. მიუხედავად ამისა, ჩვენმა გამოცდილებამ მატჩში გადამწყვეტი როლი ითამაშა და შეხვედრაც დამსახურებულად მოვიგეთ.

- თქვა ჰაკან ჩალჰანოღლუმ.

შეგახსენებთ, რომ თურქეთმა საქართველოს 3-1 მოუგო, არადა, ჩვენს ნაკრებს ანგარიშის გათანაბრების არაერთი შანსი ჰქონდა, რომლებიც ვერ გამოვიყენეთ, მეტოქე კი ორი ბურთით წინ მატჩის ბოლოს გაიჭრა, ზუსტად მაშინ, როდესაც გიორგი მამარდაშვილი თურქეთის საჯარიმოში იმყოფებოდა და კარი დატოვებული ჰქონდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი