რუსი ულტრასები: "უკრაინამ ხომ წააგო? ქართველებო, ახლა თქვენი ჯერია" » სპორტის ხაზი

რუსი ულტრასები: "უკრაინამ ხომ წააგო? ქართველებო, ახლა თქვენი ჯერია"

რუსი ულტრასები: "უკრაინამ ხომ წააგო? ქართველებო, ახლა თქვენი ჯერია"
18-06-2024, 17:15
Aa Aa
გაზიარება:

პლატფორმა X-ზე "გავერთიანდეთ რუსეთისთვის" ევრო 2024-ზე წერს, მათ ერთ-ერთ ბოლო პოსტზე კი რუსი ულტრასების ნამდვილი შემოსევაა.

როგორც ჩანს, რადიკალებს უკრაინის წაგება ძალიან გაუხარდათ, ახლა კი ისინი ამბობენ, რომ საქართველოს დამწუხრების ჯერიც დადგა:

უკრაინამ გუშინდელი დღე შესანიშნავი წაგებით გახსნა, დღეს კი იგივეს საქართველოსგან ველი.

ორი პატარა ქვეყანა, რომელსაც ჰგონია, რომ დამოუკიდებლად რაიმე ტიპის ინტერესის შექმნა შეუძლია.

უკრაინამ ხომ წააგო? ახლა ქართველების ჯერი დადგა.

ისტორია და ბუნება გკარნახობთ, რომ არასწორ მხარეს დგახართ და ასე თუ გააგრძელებთ, კიდევ ბევრის წაგება მოგიწევთ.

3-0 საკმარისი არ იყო. იმედი მაქვს, რომ თურქები აანაზღაურებენ გუშინდელ დანაკლისს.

დღეს დიდი ცირკი გველოდება, საჭმელი მოიმარაგეთ, დაქცეულ ქართველებს უნდა ვუყუროთ.

ილოცეთ, სხვა არაფერი გიშველით.

ისე უნდა წააგონ, რომ ევროპა სულ გადაივიწყონ.

- წერენ რუსი ულტრასები.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი