დორტმუნდში გულშემატკივართა ზონას ხურავენ - რა გახდა მიზეზი » სპორტის ხაზი

დორტმუნდში გულშემატკივართა ზონას ხურავენ - რა გახდა მიზეზი

დორტმუნდში გულშემატკივართა ზონას ხურავენ - რა გახდა მიზეზი
18-06-2024, 14:00
Aa Aa
გაზიარება:

დღეს, ჩვენი დროით 20:00 საათზე საქართველოს ეროვნული ნაკრები თურქეთს შეხვდება და ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო შეხვედრაში გამარჯვების მოპოვებას შეეცდება.

როგორც იცით, გერმანიაში არაერთი ქართველია ჩასული და ისინი უკვე იკრიბებიან კიდეც, რათა დორტმუნდის სტადიონისკენ მსვლელობა სიმღერითა და დროშების ფრიალით მოაწყონ, თუმცა გერმანული ამინდის სააგენტო გამაფრთხილებელ ინფორმაციას ავრცელებს.

მათი თქმით, ქალაქის პარკი, სადაც გულშემატკივრები უნდა შეკრებილიყვნენ, დახურვის გზას ადგას, რადგან ამინდი კატასტროფულად უარესდება. გერმანიაში მყოფი გულშემატკივრები ადასტურებენ, რომ ქალაქში უკვე წვიმს და არის შანსი, რომ საღამოსკენ ამინდი კიდევ უფრო გაუარესდეს.

მიუხედავად ამისა, ქართველი ფანები დაშლას არ აპირებენ და მსვლელობის მოწყობა მაინც იგეგმება, თუმცა რამდენად იქნება ეს ყოველივე დაშვებული, ამას დრო გვიჩვენებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი