FourFourTwo-სთან გიორგი ქინქლაძემ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა და ის რჩევაც გაგვიმხილა, რაც მან ქართველ ვარსკვლავს საფეხბურთო კარიერის შესახებ მისცა:
ვფიქრობ, კვარაცხელიას სიტყვებით დახასიათება რთული იქნება. მან მთელ ქვეყანას იმედი ჩაუსახა და ბავშვებისთვის იგი მისაბაძი მაგალითია.
დიახ, კვარას რჩევა მივეცი. მსურს, რომ მან ფეხბურთის თამაშით უბრალოდ ისიამოვნოს. პრობლემები ყველას აქვს, ეს გარდაუვალია, თუმცა კარიერას ისეთივე აღმასვლები ახასიათებს, როგორც დაღმასვლები. ხვიჩამ მთელი მსოფლიო უნდა დაიპყროს.
- თქვა გიორგი ქინქლაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველო თურქეთს დღეს, ჩვენი დროთ 20:00 საათზე შეხვდება, პირდაპირი რეპორტაჟი კი პირველ არხზე იქნება.