"მარტო კვარა ვერაფერს უშველით" - რას წერენ თურქები მატჩის წინ » სპორტის ხაზი

"მარტო კვარა ვერაფერს უშველით" - რას წერენ თურქები მატჩის წინ

"მარტო კვარა ვერაფერს უშველით" -  რას წერენ თურქები მატჩის წინ
17-06-2024, 23:02
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოსთან დაპირისპირების წინ თურქმა ქომაგებმა მატჩზე კომენტარები გააკეთეს.

სოციალურ ქსელებში ბევრნაირ კომენტარს შეხვედბით თურქი ქომაგებისგან, ბევრი მათგანი პესიმისტურადაა განწყობილი, ზოგი პირიქით, ძალიან ოპტიმისტურად.

მთლიან ტურნირს ვუყურებ, თითეული გუნდი კარგად იბრძვის. თუ ქართველებს არ დავაფასებთ, ჯგუფში მესამეზე გავალთ.


ვუყურებ ჩვენი ბიჭების ბოლო ვარჯიშის ვიდეოს და სერიოზულობა არავის ეტყობა. ყველა შეხვედრას ვუყურე აქამდე და თითოეული ნაკრები სერიოზულად იბრძვის საკუთარი ქვეყნისთვის. ძალიან ძლიერი გუნდები არიან. თუმცა ჩვენს ნაკრებში სერიოზულობის ნატამალიც არაა. დარწმუნებული ვარ, სულ დაცვაში ვიქნებით და ბევრ გოლსაც გავუშვებთ.


საქართველოსთან რომ წავაგოთ, ჩვენი ნაკრები ჯანდაბაშიც წასულა.


იმედი გვაქვს ჩეხებს დაამარცხებთ და ჩვენს უკან, მესამეზე გახვალთ.


ხვალ გადაგვივლიან და ისე გაგვცდებიან


ყველაფერი ტაქტიკაზეა დამოკიდებული. საქართველო ჯგუფში ყველაზე გათახსირებული გუნდია და მათთან ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ.


სანიოლიმ ჩალჰანოღლუ შეაქო, მოდი ვილი შენს თავს მიხედე, მაგას ჩვენც კი არ ვაქებთ.


მესამე ადგილოსნებს ვეთამაშებით, აუცილებლად უნდა მოვუგოთ.


ბოლოს როდის მოგვიგეს? კარგახანია ვერ გვიგებენ, მაგრამ ახლა ისეთ მდგომარეობაში ვართ, მათთან დაუმარცხებლობის სერიას შეგვაწყვეტინებენ.


კვარაცხელია, გოლი არ გაგვიტანო და "გალათასარაიში" გადმოდი.


ისინი იმ დონეზეც არ არიან, რომ წინააღმდეგობა გაგვიწიონ. მარტო კვარა ვერაფერს უშველით


კომენტარების უმეტესობა აღებულია სოციალურ ქსელ "X"-დან.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი