ხვიჩა კვარაცხელიას მომავალი ჯერაც გაურკვეველი და აქტუალურია საფეხბურთო მედიაში. თუმცა, 70 % -ით შეგვიძლია იმის თქმა, რომ ქართველი ნაპოლიში დარჩება და კლუბს არ შეიცვლის.
ამ თემაზე გადაცემა "სპორტი იმედზე" ისაუბრა ფეხბურთელის მამამ, ბადრი კვარაცხელიამ, რომელმაც განაცხადა.
სიმართლე გითხრათ ხვიჩასთან ამ თემაზე ჯერ არ მისაუბრია. ის ბავშვი აღარ არის და თავად შეუძლია მიიღოს სწორი გადაწყვეტილება. თუმცა, მე თუ მკითხავთ, მან ნაპოლი უნდა დატოვოს.
გუნდმა წინა სეზონში 4 მწვრთნელი გამოიცვალა, ასეთ პირობებში თამაში კი თითქმის შეუძლებელია.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ფასი 80 მილიონი ევროა. ფეხბურთელს ნაპოლისთან კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს.