დღეს საქმეში ტურნირის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი ინგლისი ჩაერთვება » სპორტის ხაზი

დღეს საქმეში ტურნირის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი ინგლისი ჩაერთვება

დღეს საქმეში ტურნირის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი ინგლისი ჩაერთვება
16-06-2024, 11:40
Aa Aa
გაზიარება:

საკმაოდ ბევრი გამოცემის ვარაუდის მიხედვით, გარეთ საუთგეიტის ინგლისის ნაკრები ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის მთავარი ფავორიტია, რასაც ვარსკვლავებით გადაჭედილი შემადგენლობა განაპირობებს.

ვარსკვლავური ინგლისი ტურნირში სწორედ დღეს ჩაერთვება, მათი პირველი მეტოქე კი სერბეთი იქნება, რომელიც ბოლო ფორუმებზე არც თუ კარგად გამოდის, თუმცა უნდა ითქვას, რომ მათი შემადგენლობაც მშვენივრად გამოიყურება.

გამოცემები ასეთ თერთმეტეულებს ელიან გუნდებისგან:

ინგლისი

პიკფორდი, უოკერი, სტოუნსი, გეჰი, ტრიპიერი, არნოლდი, რაისი, ბელინგემი, საკა, ფოდენი, კეინი.

სერბეთი

მილინკოვიჩ-სავიჩი, ველიკოვიჩი, პავლოვიჩი, ზივკოვიჩი, მილენკოვიჩი, მაქსიმოვიჩი, კოსტიჩი, ლუკიჩი, მილინკოვიჩ-სავიჩი, ტადიჩი, მიტროვიჩი.

ცნობისთვის, დღევანდელი ინგლისისა და სერბეთის დაპირისპირება დღის მესამე მატჩი იქნება და ჩვენი დროით 23:00 საათზე გაიმართება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი