ლოჩოშვილისა და დავითაშვილის კომენტარები ნაკრების ბანაკიდან » სპორტის ხაზი

ლოჩოშვილისა და დავითაშვილის კომენტარები ნაკრების ბანაკიდან

ლოჩოშვილისა და დავითაშვილის კომენტარები ნაკრების ბანაკიდან
16-06-2024, 11:13
Aa Aa
გაზიარება:

ნაკრების ოფიციალურ საიტზე შეკრების ბანაკიდან ლუკა ლოჩოშვილისა და ზურიკო დავითაშვილის კომენტარები ვრცელდება:

ძალიან კარგად მიმდინარეობს მოსამზადებელი პროცესი. ავსტრიის შეკრება ნაყოფიერი იყო. კარგ გარემოში ვიყავით და ვიმუშავეთ როგორც ფიზიკურ კონდიციებზე, ისე ტაქტიკურ მომზადებაზე. გერმანიაში უკვე იგრძნობა ევროპის ჩემპიონატის ატმოსფერო. ყველანაირი პირობა გვაქვს მოსამზადებლად. ვფიქრობ, ოპტიმალურ ფორმაში უნდა შევხვდეთ პირველ თამაშს. ღია ვარჯიშს ძალიან ბევრი ქართველი გულშემატკივარი დაესწრო და მათი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, რაც უფრო მეტი გულშემატკივარი იქნება, ჩვენთვისაც უფრო ადგილი იქნება თამაში და მეტ მხარდაჭერას ვიგრძნობთ სტადიონზე. თურქეთის ნაკრები ძალიან ძლიერი გუნდია. კარგი ახალგაზრდა ფეხბურთელები ჰყავთ, რომლებიც ევროპაში კარგად ასპარეზობენ. საინტერესო შეხვედრა უნდა იყოს. კარგი გამოცდილება და ტესტი იქნება ჩვენთვის. ვფიქრობ, შეგვიძლია ამ თამაშის წარმატებით დასრულება, რის შემდეგაც სხვა მატჩებზე ვკონცენტრირდებით.

- ლუკა ლოჩოშვილი.

ვემზადებით მაქსიმალურად. ჯერჯერობით, უფრო მეტად საკუთარ თავზე გვაქვს კონცენტრაცია, თუმცა ვიწყებთ მეტოქის განხილვასაც. იმედია, ყველაფერს ისე ვიზამთ, როგორც საჭიროა და სასურველ შედეგს მივაღწევთ. სასიამოვნოა, როდესაც შენი ქვეყნიდან ვარჯიშზეც კი ამდენი გულშემატკივარი მოდის. თამაშზე ბევრად მეტი ქომაგი იქნება, რაც მეტ მოტივაციას გაძლევს. ევროპის ჩემპიონატზე ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ფსიქოლოგიური მზადყოფნაა. ჩემი აზრით, ყველაფრისთვის მზად ვართ, რაც თითოეულ მოთამაშეს ეტყობა. გუნდში ძალიან მაგარი გარემოა და იმედია ამ ყველაფერს სტადიონზე გადავიტანთ თამაშის დროს.

- ზურიკო დავითაშვილი.

შეგახსენებთ, რომ საქართველო და თურქეთი ერთმანეთს 18 ივნისს შეხვდებიან, პირდაპირი რეპორტაჟი კი საქართველოს პირველ არხზე იქნება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი