საქართველოს ეროვნული ნაკრების პირველი მატჩის გამართვამდე სულ რაღაც 3 დღე რჩება. ჩვენი გუნდი სადებიუტო მატჩს თურქეთთან ითამაშებს და შეეცდება, რომ ისტორიაში პირველი ქულები აიღოს.
ამ შეხვედრასთან დაკავშირებით ბევრი ტიპის პროგნოზი გავრცელდა, ერთ-ერთი მათგანი კი სუპერკომპიუტერმა შემოგვთავაზა.
ხელოვნური ინტელექტი ამბობს, რომ საქართველოსა და თურქეთის დაპირისპირებაში გამარჯვება ვილი სანიოლის გუნდს დარჩება!
ასევე, სუპერკომპიუტერი იმასაც ამბობს, რომ ეროვნული ნაკრები თურქეთს მინიმალური სხვაობით, 2:1-ს დაამარცხებს.