"გადადეთ ყველა საქმე, საქართველო ხვიჩასთან ერთად შოუს დადგამს" - რას წერენ ნაპოლის ფანები ინტერნეტში » სპორტის ხაზი

"გადადეთ ყველა საქმე, საქართველო ხვიჩასთან ერთად შოუს დადგამს" - რას წერენ ნაპოლის ფანები ინტერნეტში

"გადადეთ ყველა საქმე, საქართველო ხვიჩასთან ერთად შოუს დადგამს" - რას წერენ ნაპოლის ფანები ინტერნეტში
15-06-2024, 16:03
Aa Aa
გაზიარება:

ევრო 2024-ზე საქართველოს გამოსვლას ქართველებთან ერთად ნაპოლის გულშემატკივრებიც მოუთმენლად ელიან, მიზეზი კი ყველამ ვიცით, - ის ხვიჩა კვარაცხელიაა, რომელიც ნეაპოლში სიგიჟემდე უყვართ.

ინტერნეტში ნაპოლის ფანები საქართველოსა და თურქეთის შეხვედრაზე წერენ და ამბობენ, რომ კვარა და მთელი საქართველო ამ შეხვედრაში ნამდვილ შოუს შემოგვთავაზებს:

გადადეთ ყველა საქმე და უყურეთ საქართველოს თამაშს, რადგან კვარა და ბიჭები ნამდვილ შოუს დადგამენ.

ხვიჩა საქართველოს ნამდვილი ლიდერივით გაუძღვება, რაშიც ნაპოლიში მიღებული გამოცდილება დაეხმარება.

ჩვენი ბიჭი თურქეთთან იფრენს, ამისთვის მოემზადეთ!

გადაკეტეთ დაცვა, მოდის გააფრთებული კვარაცხელია, რომელსაც ყველაფრის წალეკვა შეუძლია.

საქართველო აუტსაიდერი სულაც არაა, მათ ისეთი ფეხბურთელი ჰყავთ ხვიჩას სახით, როგორიც ბევრი საერთოდ არაა ამ ტურნირზე!

- წერენ ნაპოლის იტალიელი ფანები.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი