65 მილიონის სანაცვლოდ - ჩელსიმ ბრაზილიელი ტალანტი დაიმატა » სპორტის ხაზი

65 მილიონის სანაცვლოდ - ჩელსიმ ბრაზილიელი ტალანტი დაიმატა

65 მილიონის სანაცვლოდ - ჩელსიმ ბრაზილიელი ტალანტი დაიმატა
15-06-2024, 13:54
Aa Aa
გაზიარება:

ფაბრიციო რომანო აქვეყნებს ინფორმაციას, საიდანაც ვიგებთ, რომ ლონდონის ჩელსიმ ვილიან ესტევაო 65 მილიონი ევროს სანაცვლოდ დაიმატა.

17 წლის ბრაზილიელი შემტევი ფეხბურთელი ლონდონელებმა პალმეირასიდან დაიმატეს და თუ სატრანსფერო ფასს გავითვალისწინებთ, წესით საქმე დიდ ტალანტთან უნდა გვქონდეს!

იტალიელი ჟურნალისტი წერს, რომ ესტევაო ჩელსის 18 წლის ასაკში, ანუ 2025 წელს შეუერთდება და ინგლისურ კლუბთან ბრაზილიელი კონტრაქტს 2032 წლამდე გააფორმებს.

იწერება ისიც, რომ ესტევაო არც სადმე გასხვისდება იჯარით და არც აკადემიაში დაიწყებს. მისი დებიუტი 2025 წელს შედგება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი