ლონდონური გამოცემა: "საქართველო აქამდე არსად გამოჩენილა, თურქები 1:0-ს მოუგებენ" » სპორტის ხაზი

ლონდონური გამოცემა: "საქართველო აქამდე არსად გამოჩენილა, თურქები 1:0-ს მოუგებენ"

ლონდონური გამოცემა: "საქართველო აქამდე არსად გამოჩენილა,  თურქები 1:0-ს მოუგებენ"
15-06-2024, 13:17
Aa Aa
გაზიარება:

ლონდონურმა გამოცემამ, კერძოდ London Evening Standard-მა თურქეთისა და საქართველოს მატჩის შესახებ საკუთარი ვარაუდი გამოთქვა.

მათი აზრით, თურქები საქართველოს დამარცხებას მინიმალური სხვაობით შეძლებენ:

თურქეთს უდიდესი შანსი ექნება, რომ აქამდე დაშვებული შეცდომები საქართველოსთან გამოასწოროს. წინა ევროზე თურქეთისგან დიდ თავგადასავალს ელოდნენ, თუმცა ისინი საბოლოოდ ჯგუფში მოგების გარეშე დარჩნენ. ახლა ისინი ევროს დებიუტანტ საქართველოს ხვდებიან და სიტუაციის გამოსწორების შესაძლებლობა ექნებათ.

საქართველოს ნაპოლის ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია და ვალენსიას მეკარე გიორგი მამარდაშვილი ჰყავს, თუმცა ისინი გუნდურად აქამდე არსად გამოჩენილან, ასეთ ტურნირებზე დიდი გამოცდილება არ აქვთ, რის გამოც, ვფიქრობთ, რომ თურქები მათ 1:0-ს მოუგებენ.

- წერს ბრიტანული გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ საქართველო თურქეთს 3 დღეში შეხვდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი